LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა შეიკის სკანდალური აღიარება: ,,ყოველთვის მსურდა, მამაკაცი ვყოფილიყავი”

390
irinashykne5

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოდელი, ირინა შეიკი სკანდალურ აღიარება აკეთებს. ბრიტანული „ვოგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ ქალად შეცდომით დაიბადა. ,,ყოველთვის მსურდა, მამაკაცი ვყოფილიყავი” – ამბობს მოდელი. ამ ტიპის განცხადება რუსული წარმოშობის მოდელს არასოდეს გაუკეთებია, ამდენად ის უკვე სკანდალად მონათლეს.

ბრედლი კუპერის ყოფილი შეყვარებული გულახდილ ინტერვიუში ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებსაც იხსენებს. ირინა ამბობს, რომ მამას ყოველთვის სურდა ბიჭი ჰყოლოდა და ამ ფაქტმა მოდელი ძალიან დააკომპლექსა. მეტიც, ირინამ მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახზე მზრუნველობა თავის თავზე აიღო, მაშინ ის ჯერ კიდევ 14 წლის იყო.

ირინა შეიკი ბრიტანული „ვოგის“ ახალი ნომრის გარეკანზე ულამაზეს ვარდისფერ კაბაში პოზირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები