ირინა შეიკი BAZAAR.com-ის საზაფხულო ნომრის გმირი გახდა. ეს ინტერვიუ გამოცემამ მაშინ ჩაწერა, როდესაც ჯერ კიდევ „მეთ გალა“ იმართებოდა. შესაბამისად, შეიკი და ბრედლი კუპერი ერთად იყვნენ, ამიტომ დაშორებაზე ინტერვიუში რუსი მოდელი არ საუბრობს. შეიკი ძირითადად კარიერაზე და ქალიშვილზე, 2 წლის ლეაზე საუბრობს. მოდელის თქმით, ლეა ქალიშვილს დიდი ბებიის საპატივცემულოდ დაარქვა.

ყველაზე შთამბეჭდავი კი გამოცემისთვის მოწყობილი ფოტოსესიაა, სადაც მკითხველი ირინა შეიკს ახალი იმიჯით გაიცნობს. ცნობილი მოდელი ხან ვარდისფერ ქვედაბოლოში, ტანს ზევით შიშველი, ხანაც პირსახოცით თავზე, სექსუალური კოლჰოტებითა და კლასიკური კაბებით პოზირებს.

მსგავსი თემები