ჯერ კიდევ არ დასრულებულა საუბრები ბრედლი კუპერისა და ირინა შეიკის განქორწინებაზე, როდესაც მედიის ყურადღების ცენტრში ამჯერად ირინა შეიკის პირადი ცხოვრება მოექცა. ფოტოგრაფებმა ირინა ნიუ-იორკში საბავშვო პარკში მაშინ გადაიღეს, როდესაც ის უცხო მამაკაცს ეხუტებოდა. წყვილი ჯერ ხელჩაკიდებული საუბრობდა, მოგვიანებით კი, ისინი ჩახუტებულები იდგნენ პარკში. მედიაში მაშინვე გაჩნდა ინფორმაცია ირინას ახალ რომანზე.
მოგვიანებით გაირკვა, რომ უცნობი მამაკაცი ბრიტანული „ვოგის“ კრეატიული დირექტორი ალექს მაქსველია. ირინას და ალექს მეგობრული და პროფესიული საქმიანობა აკავშირებთ.