LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა შეიკი „მაქს მარას“ 2400 დოლარიან ბეწვის პალტოში (ფოტო)

421
shlrnbws

ირინა შეიკი პაპარაცებმა ამჯერად ნიუ-იორკში გადაიღეს, სადაც 34 წლის სუპერმოდელი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა. ქუჩაში გასასვლელად ირინამ არჩევანი „მაქს მარას“ ცისფერ ბეწვის პალტოზე გააკეთა, რომლის ღირებულებაც 2400 დოლარია. თავისი ლუქი მან შავ-თეთრი ორეულითა და სპორტული ჩექმებით გაამდიდრა.

ირინა შეიკი ბოლო დროს აქტიურ სამოდელო საქმიანობას დაუბრუნდა. ცოტა ხნის წინ მან ბრიტანული „ვოგის“ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა  და გამოცემას ბრედლი კუპერთან დაშორების შესახებ გულახდილი ინტერვიუც მისცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები