LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IRI: რესპოდენტთა 29% ამბობს, რომ საქართველოში ეკონომიკური ვითარება ძალიან გაუარესდა

137
shutterstock-351882113

საქართველოში რესპოდენტთა 53% ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, 18% ცხოვრების ხარჯებს და მაღალ ფასებს, ხოლო 6% სიღარიბეს. ამის შესახებ საუბარია IRI-ის ახალ კვლევაში. ამავე კვლევის მიხედვით, რესპოდენტთა 29% ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ვითარება ძალიან გაუარესდა, 35% მიიჩნევს, რომ გარკვეულწილად გაუარესდა, 24% ამბობს, რომ არ შეცვლილა, ხოლო 8%-ის აზრით, „უფრო გაუმჯობესდა“, ამასთან, 2% ფიქრობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან გაუმჯობესდა.

ცნობისთვის, IRI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარდა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 1500-მა სრულ წლოვანმა მოქალაქემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები