LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IRI-ის გამოკითხულთა 27% ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა – “ქართული ოცნებას”, 26% კი – “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას”

94
მოსახლეობა

კითხვაზე – “რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში?”

გამოკითხულთა 27 პროცენტი ამბობს, რომ  ხმას„ქართულ ოცნებას“ არ მისცემდა;

26 პროცენტი – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“ მხარს არ დაუჭერდა.

9 პროცენტმა „პატრიოტთა ალიანსი“ დაასახელა.

ხოლო 8 პროცენტმა – „გირჩი.“

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 8 პროცენტმა განაცხადა, რომ ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა პარტია „გაერთიანებულ საქართველოს,“

5 პროცენტმა თქვა, რომ ხმას – „ლეიბორისტული პარტიას“ არ მისცემდა,

ხოლო 5-5-მა პროცენტმა – „მოქალაქეები“ და „ევროპული საქართველო“ დაასახელა.

4 პროცენტმა – პარტია „სამართლიანობისთვის,“

4 პროცენტმა– პარტია „ლელო,“

ხოლო 2-2-მა პროცენტმა „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „რესპუბლიკური პარტია.“

1 პროცენტმა დაასახელა სხვა პარტია, 6 პროცენტმა – არცერთი, 26 პროცენტს კი, კითხვაზე პასუხი არ აქვს ან არ იცის.

ცნობისთვის, კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. საანგარიშო პერიოდი 2021 წლის 2-26 თებერვალია.

საველე სამუშაოები „IPM“-ის მიერ ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.

ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ცნობით, კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

მოსახლეობის 35% ხმას “ქართულ ოცნებას, ხოლო 18% “ნაციონალურ მოძრაობას” მისცემდა: IRI-ის ახალი კვლევა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები