11 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 30 დაშავდა ირანში, გაზის აფეთქების შედეგად.

ინფორმაციას ადგილობრივი მედის ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ირანის ქურთისტანის პროვინციაში საქორწინო ცერემონია მიმდინარეობდა.

“აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა. მათ შორის სამის მდგომარეობა კრიტიკულია“,-განაცხადა პროვინციის გუბერნატორის მოადგილემ ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

 

მსგავსი თემები