LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანის სარაკეტო პოტენციალის გაძლიერება ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს საფრთხეს შეუქმნის – მაიკ პომპეო

ირანის მიერ თანამგზავრის გაშვება ცხადყოფს, რომ ირანის ხელისუფლებას რაკეტების წარმოების პროგრამის გაძლიერება სურს, რაც ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„საერთაშორისო თანამეგობრობისა და გაეროს უშიშროების საბჭოს 2231 რეზოლუციის მიუხედავად, ირანის რეჟიმმა დღეს თანამგზავრის გაშვება განახორციელა. აღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ირანი თავისი სარაკეტო პოტენციალის გაძლიერებას ცდილობს, რაც ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს საფრთხეს უქმნის,“ – განაცხადა მაიკ პომპეომ.

გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ თანამგზავრების გაშვებით, ირანი არ არღვევს საერთაშორისო სამართალს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები