LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისშია

97
BeFunky-collage

საქართველოს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ესტუმრა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.

მუჰამედ ჯავად ზარიფს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.

ხვთისიაშვილის ინფორმაციით, თბილისში შეხვედრების დროს განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და რეგიონის უსაფრთხოების თემები.

დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ირანელი დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდება.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.

ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში, რუსეთსა და სომხეთში იმყოფებოდა.

პოპულალურები