LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა: “თავს ვგრძნობ ყველაზე უფრო მეტად მხნედ”

190
BeFunky-collage (5)

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში დაინფიცირებულ 1 709 პაციენტს შორის არის “ქართული ოცნების” თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი. ამის შესახებ ქადაგიშვილმა სოციალური ქსელში დაწერა.

არჩევნებამდე 2 დღით ადრე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ გამარჯვების იმედის საფუძველს მოქალაქეებთან შეხვედრის დროს მიღებული მუხტი აძლევს და წერს, რომ კახეთის განვითარებაზე იზრუნებს.

ინფიცირებული ქადაგიშვილი მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობასა და ღირსეული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 709 ადამიანი დაინფიცირდა

“მინდა, მოგახსენოთ, რომ დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ, საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში. თავს ვგრძნობ ყველაზე უფრო მეტად მხნედ, შემართებით და იმედიანად. იმედის საფუძველს სწორედ ის განწყობა და მუხტი მაძლევს, რაც აქტიური საარჩევნო კამპანიის დროს თქვენგან მუდმივად იგრძნობოდა.

მინდა, მოგმართოთ თითოეულ მოქალაქეს და მოგიწოდოთ – წადით არჩევნებზე და გააკეთეთ ღირსეული არჩევანი. არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორედ, რომ საქართველოს პარლამენტში მე ვიქნები თითოეული თქვენგანის ინტერესების დამცველი.

მშვიდობისა და განვითარების გზით სვლა, რაც „ქართული ოცნების” მონაპოვარია შეუქცევადი გახდება ჩვენი ქვეყნისთვის. მე თქვენთან ერთად გავაგრძელებ კახეთის განვითარებაზე ზრუნვას და ერთად შევქმნით ამ მადლიანი კუთხის წარმატების ისტორიას. ჩვენ, ყველა ერთად გავიმარჯვებთ კახეთისა და საქართველოს წარმატებისთვის” –  წერს ქადაგიშვილი.

ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში, აჭარასა და იმერეთშია: COVID-19-ის გავრცელების მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები