რამდენიმე წუთის წინ ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მას გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება.

თვადცავის ყოფილი მინისტრის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი აცხადებს, რომ ოქრუაშვილი თავის პოზიციაზე რჩება და ის ბრალს არ აღიარებს. 

შეგახსენებთ,  ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე 25 ივლისს დააკავეს. მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. უწყების ცნობითვე, ის მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში.

 

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05