LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში რჩება

156
bfdec72252684e0020e19420287ea675

ნახევარმილიონიანი გირაოს შეთავაზების მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა. გარდა ამისა,  ოქრუაშვილს თავდებში უდგებოდნენ ცნობილი ჟურნალისტები ინგა გრიგოლია, ნანუკა ჟორჟოლიანი და  ოპოზიციის წევრი პაატა დავითაია, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობაც არ გაითვალისწინა.

პროკურორი მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილი არ უნდა გათავისუფლდეს, რადგან არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულების განადგურების საფრთხეები.

ბრალდების მხარის პოზიცია მოსამართლემ სრულად გაიზიარა და აღნიშნა, რომ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიმართულებით რისკები ისევ არსებობს.

პატიმრობაში რჩება 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კიდევ ორი პირი – თორნიკე დათაშვილი და გიორგი ჯავახიშვილი.

შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილ მინისტრს 20-21 ივნისის საქმეზე პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდეს. მას გამოძიება მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას ედავება.ბრალდებული სასამართლოს სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა. ოქრუაშვილი დანაშაულს არ აღიარებს.

 

პოპულალურები