LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

214
47373

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. ამის შესახებ  ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა განაცხადა.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 28 ივლისს შეეფარდა.

ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ირაკლი ოქრუაშვილი და დანარჩენი პირები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები