LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: გუბაზ სანიკიძე გაბარიტებით ჰგავს ტროას ცხენს

190
ირაკლი კობახიძე

„ყველამ იცის, რომ გუბაზ სანიკიძე სააკაშვილის რუპორია, ის რაღაცებს სთხოვს, მერე ეს ახმოვანებს. ის სააკაშვილის როლის ხაზგასმას აკეთებს აღმატებით ხარისხში,“ – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ეს ხელს უწყობს დაპირისპირებას „ნაციონალურ მოძრაობაში“, რაც მისი თქმით, სააკაშვილს აწყობს.

„ანუ გუბაზ სანიკიძე ტროას ცხენად შეგვიძლია განვიხილოთ?“– იკითხა ჟურნალისტმა, რაზედაც ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ „კი, გუბაზ სანიკიძე გაბარიტებითაც ჰგავს ტროას ცხენს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები