LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე და ნიკოლოზ სამხარაძე ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის საგარეო პოლიტიკურ მდივანს შეხვდნენ

30
Untitled design (1)

გერმანიაში ვიზიტით მყოფი  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბუნდესტაგის დეპუტატს, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის საგარეო პოლიტიკურ მდივანს, როდრიხ კიზევეტერს შეხვდნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ და ნიკოლოზ სამხარაძემ კიზევეტერთან შეხვედრის დროს, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო საქართველოს განსაკუთრებულ როლს ნატოს მისიაში ავღანეთში.

როგორც როდრიხ კიზევეტერმა აღნიშნა, ქართული თავდაცვის დანაყოფები გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, რის გამოც ბუნდესტაგის დეპუტატმა ქართველ ხალხსა და განსაკუთრებით, ქართულ ჯარს მადლობა გადაუხადა.

მისივე თქმით, ქართული ჯარის პროფესიონალიზმი არის კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი, რატომ უნდა გახდეს საქართველო ნატოს წევრი.

როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მაღალ დონეზეა, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ისაუბრეს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე. როდრიხ კიზევეტერმაც კი აღნიშნა, რომ ევროკავშირისგან დამატებითი ძალისხმევაა საჭირო, რათა საქართველოს მეტი ინსტრუმენტი ჰქონდეს ამ გზაზე. მისივე თქმით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ამბიციურ გეგმას,  განახორციელოს ევროპული რეფორმები და ევროკავშირს სრულფასოვანი წევრი გახდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები