LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობას სააკაშვილს აკისრებს

144
კობახა 3 (1)

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი თვლის, რომ “ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი, ერთი არის პუტინი, რუსეთის ფედერაცია და მეორე არის მიხეილ სააკაშვილი”.

მისი თქმით, ამ პასუხისმგებლობას სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ გაექცევა.

„დღეს არის ძალიან მძიმე დღე. ჩვენ ვიხსენებთ 12 წლის წინანდელ მოვლენებს, რამაც საბოლოოდ შედეგად მოგვცა ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და ეს იყო ძალიან მძიმე ქმედებების შედეგი, მე ვიტყოდი – ღალატის შედეგი.

"ეს არის დიდი შეთქმულება...ივანიშვილის დავალებით წულუკიანმა გააკეთა ყველაფერი..." - მიხეილ სააკაშვილი

"მე გადავწყვიტე გამეკეთებინა ის, რაც უნდა გაეკეთებინა ნორმალური ქვეყნის მთავრობას"

ჩვენ გვახსოვს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები მაშინ და მე ვიტყოდი, რომ ამ ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი, ერთი არის პუტინი, რუსეთის ფედერაცია და მეორე არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გვესაუბრებოდა ჩვენ ამათთან დაკავშირებით ჰააგიდან. ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. გარდა იმისა, რომ მათ განახორციელებინეს პუტინს მისი სცენარი, შემდეგ გაუფორმეს რუსეთს ოკუპაცია, როდესაც ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ წერია, რომ ისინი იყვნენ ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ინიციატორები და ამას უპასუხა რუსეთმა“, – განაცხადა კობახიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები