LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი ვლადიმირ ზელენსკიმ პირველი ხარისხის ორდენით – „დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა

54
image-2021-08-23-204232

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში, ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ პირველი ხარისხის ორდენით – „დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე დააჯილდოვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ფინეთის, სლოვაკეთის და მოლდოვას პრეზიდენტები; რუმინეთის, სლოვაკეთის და ხორვატიის პრემიერ-მინისტრები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილმა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

პოპულალურები