LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

104
UN გაერო

გაეროში დღეს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატები იხსნება.

მაღალი დონის კვირეულის გახსნას დაესწრება საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც უკვე ნიუ-იორკში იმყოფება.

გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით გაეროს გენერალური მდივანი, გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი, ბრაზილიისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და სხვა ლიდერები მიმართავენ.

საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლა გენერალური ასამბლეის სესიაზე 24 სექტემბერს არის ჩანიშნული.

დღესვე, ირაკლი ღარიბაშვილი არაერთ ორმხრივ შეხვედრას გამართავს სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს პარალელურ ღონისძიებებში, რომლებიც გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში იმართება.

პოპულარულები