LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი გამყრელიძის მიმართვა ექიმებს: „საველე ბრძოლისთვის მოვემზადოთ!..“

1047
irakligamkrelidze

პედიატრიული ქირურგიის ცენტრ Kids Co-ს დირექტორი ირაკლი გამყრელიძე სოციალური ქსელის საშუალებით კოლეგებს მიმართავს და მათ საველე ბრძოლისთვის მომზადებას ურჩევს.

გთავაზობთ მის სტატუსს:

„მივმართავ სამედიცინო საზოგადოებას, ყველას, ვისაც თეთრი ხალათი აცვია, ან თუნდაც ადრე გეცვათ და ახლა თაროზე გაქვთ შემოდებული… მოემზადეთ! იმეცადინეთ!  დაორგანიზდით მცირე ჯგუფებად! ქალაქის უბნების სახლების დონეზე… მალე აქაურობისთვის  არავის გვეცლება ჩვენ კოლეგებს და სამწუხაროდ, სისტემასაც  უნდა დავეხმაროთ და “საველე” ბრძოლისთვის მოვემზადოთ. ვერც სასწრაფო და ვერც კლინიკები მოსალოდნელ ტალღას ვერ გაუმკლავდება, სისტემას მართვის მეტი დონე სჭირდება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები