LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქნება თუ არა სანდრა რულოვსი პრემიერობის კანდიდატი?

233
სანდრა რულ

იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სანდრა რულოვსი? ეს კითხვა დღეს ჟურნალისტებმა პარტიის ერთ-ერთ ლიდერს რომან გოცირიძეს დაუსვეს.

როგორც გოცირიძემ განმარტა, ყოფილი პირველი ლედის პრემიერობის კანდიდატად დაყენების საკითხზე, საუბარი არ შემდგარა.

ამაზე საუბარი არ არის, იმიტომ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია გაფართოვდება. არ იქნება ის ოპოზიცია, რომელსაც ჩვენ ახლა, გაერთიანებულ ოპოზიციას ვუწოდებთ. კიდევ უფრო დიდი ფრონტით შევუტევთ “ქართულ ოცნებას”. გარდა ამისა, საქართველოში იქნება უკვე სხვა საარჩევნო სისტემა, სადაც უამრავ პარტიას შანსი ექნება გადალახოს სიმბოლურად 1%-იანი ბარიერი. ქვეყანაში კოალიციური მთავრობა შეიქმნება. შემდეგ არ უნდა შევეკითხოთ პარტნიორებს ვინ უნდა იყოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში?! ” – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” საუბარი არ ყოფილა თანამდებობების შესახებ.

“ჩვენ ვამბობთ პატიოსნად, გულწრფელად, ზოგიერთმა დაფიცებაც კი იცის და ეს ჩემს სტილში არ არის,  “ნაციონალურ მოძრაობაში” არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა საუბარი არც ერთ თანამდებობაზე”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

რატომ უნდა ყველას პრემიერობა: ვის აქვს შანსი გახდეს ქვეყნის პირველი პირი

"ელექტორატს არ უნდა არც წარსული და არც აწმყო, ეძებენ მომავალს და ელოდებიან პარტიები რას შესთავაზებენ".

შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. ამ დრომდე არც ერთ პარტიას პრემიერობის კანდიდატი არ დაუსახელებია. თუმცა, მსურველი ბევრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები