LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქნება თუ არა კოვიდ-19-ის სამკურნალო აბები ეფექტიანი – იაპონიაში პრეპარატის გამოცდა დაიწყო

9815
1

“ფაიზერისა” და “მერკის” კომპანიების მცდელობას – შექმნან კოვიდ-19-ის სამკურნალო მედიკამენტი, ახლა იაპონური კომპანია Shionogi-ც უერთდება.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, კომპანიამ კოვიდის საწინააღმდეგო აბების ადამიანებზე გამოცდას იწყებს.

ცდებში ამ ეტაპზე, მონაწილეობას 100-მდე ადამიანი მიიღებს, მოგვიანებით კი ცდისპირთა რაოდენობა, სავარაუდოდ გაიზრდება და ექსპერიმენტში მოხალისეთა ჯგუფიც ჩაერთვება.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის საკუთარ პრეპარატს ქმნის კოვიდ-19-თან ბრძოლის მიზნით და ის განკუთვნილი იქნება დღეში ერთჯერადად მიღებისთვის. შედეგად, კი პრეპარატმა ვირუსის განეიტრალება 5 დღეში უნდა შეძლოს.

კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ პრეპარატის შესახებ აქტიური კვლევა და მისი გამოცდა ადამიანებზე მიმდინარე თვეში იწყება და მოწმდება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, ცდები კი, სავარაუდოდ, მომავალ წლამდე გაგრძელდება.

კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, კვლევების წარმატებით გაგრძელების შემთხვევაში, მწარმოებლები საერთაშორისო დონეზე ითანამშრომლებენ ყველა დაინტერესებულ კომპანიასთან, იმისათვის, რომ მედიკამენტი მთელი მსოფლიოსთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

“სამივე კომპანია, რომელმაც მედიკამენტებზე მუშაობა დაიწყო, მიზნად ისახავს, შეავსოს პანდემიასთან ბრძოლაში არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი. შექმნილი კოვიდვაქცინები ეფექტიანი რჩება იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ კოვიდ-19-ის ცნობილი შტამებით გამოწვეული სერიოზული დაავადებები, მათ შორის, ე.წ. “დელტა” შტამის შემთხვევაში, თუმცა ზოგიერთ ადამიანს არ სურს ვაქცინაცია. მათთვის კი ვაქცინას პრეპარატი ჩაანაცვლებს.” – წერს გამოცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები