LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იქ სამუშაო ფაილები არ იყო” – რა იპოვეს ბაჩალიაშვილის კომპიუტერში და რა უთხრა ადვოკატმა “ფორტუნას”

200
ტამარი 4

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ შსს მზადაა, ითანამშრომლოს FBI-თან და მან ოჯახს და ადვოკატს ხვალ უწყებაში მისვლაც შესთავაზა, რადიო “ფორტუნა” დაუკავშირდა გარდაცვლილის ადვოკატს დეტალების გასარკვევად. მიხეილ რამიშვილმა დღის თემაში ამ საქმეზე ვრცლად ისაუბრა.

– დავიწყოთ ბოლო ამბით, შსს გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საქმეში FBI ჩაერთოს , თქვენ დაგირეკეს უწყებიდან ? და რა გითხრეს

– დამიკავშირდნენ შსს-დან და იქიდან გამოდინარე, რომ ჩვენი მხრიდანაც იყო საელჩოში წერილი გაგზავნილი და დღეს იქაც ვიყავით, ხვალ 11-ზე იქნება ჩვენი შეხვედრა ოჯახის წევრებთან ერთად შსს-ს კრიმინალური პოლიცის დეპარატამენტში და უკვე დეტალურად გვექნება საუბარი, თუ როგორ განხორციელდება ამის პროცედურები. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვიერი დაპირება და დაჩქარებულად უნდა მოიწვიონ პირები, რომლებიც ექპერტიზას ჩაატარებენ, იგივე კომპიუტერთან არსებობს კითხვები, ავტომობილთან …

ბაჩალიაშვილის ოჯახს შსს-ში შეხვდებიან

მზადაა თუ არა შსს FBI-თან თანამშრომლობისთვის

– FBI-ის ჩართვა ბაჩალიშვილის საქმეში, რას ნიშნავს, მსმენელს რომ ვუთხრათ, რისი იმედებს იძლევა

– იმ იმედებს იძლევა, რომ კითხვები აღარ იქნება. ამ გოგოს დიდი შრომატევადი სამუშაო ჰქონდა, ბევრი მასალა ჰქონდა და რამ განაპირობა მისი გარდაცვალება,  ვისი ხელით იყო მისი სიცოცოხლე გაურკვევლ სიტუაციაში მოსპობილი, ვინ გაწირა ეს ბავშვი – ეს აინტერესებს მის ოჯახს,  რამ განაპირობა სიკვდილი, ეს გამოჩნდება. ეს მდგომარეობა გამოძიების ინტერესებში უნდა იყოს, რომ დაადგინოს დამნაშავეები, ვინც ეს განახორციელა.

– რაც შეეხება კომპიუტერს, როგორც ვიცით, იქ არ დაგხვდათ სამუშაო ფაილები, რა იყო, რა ინფორმაცია მიიღეთ თამარის პერსონალური კომპიუტერიდან

– ექსპერტები რომ ჩამოვლენ, გადახედავენ, შეამოწმებენ, ხომ არ არის წაშლილი, ხომ არ არის ისეთი ქმედებები, რომ დაბლოკა ან წაშალა ისეთ ინფორმაცია, რომელიც არსებითი მნიშვნელობისაა, რომელიც რეალურ სურათს გამოაჩენს. ასე შორს, ასეთი პატარა გოგო თვითმკვლელობამდე მიეყვანა ვინმეს, ეს აბსურდია. 

რატომ არ ეცვა თამარ ბაჩალიაშვილს ფეხსაცმელი - ოჯახის ადვოკატი უცხოელი ექსპერტების ჩართვის აუცილებლობას ხედავს

"ფეხსაცმლის ექსპერტიზაც ტარდება და იმედი მაქვს გამოძიება გაგვცემს სრულყოფილ პასუხს“

– ანუ ეს ვერსია გამორიცხულია

– რა თქმა უნდა, თვითმკვლელობისთვის ამხელა მანძილს არ გაივლიდა, მანქანით ასეთ უცნაურ ადგილას არ აღმოჩნდებოდა, ეს რომ არ ყოფილიყო დაგეგმილი და ორგანიზებული. ლოკაციაც, გზაც დაგეგმილი იყო. შესაბამისად ეს არის ერთადერთი გამოსავალი (FBI-ის ჩართვა), რომ ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს. 

– როგორც ცნობილია სახლიდანაც მუშაობდა, რატომ არ აღმოჩნდა იქ სამუშაო ფაილები

–  ამას ვამბობ, არაფერი სამუშაო არ აღმოჩნდა კომპიუტერში. როგორ შეიძლება, რომ სამუშაო მასალა არ იყოს. იყო მხოლოდ სურათები, ზოგადი ფოტოები, პარიზის… ვიდეოები, რომელიც არ იძლევა რაიმე ინფორმაციის მიღების საშუალებას. 

შეგახსენებთ, გარდაცვლილი პროგრამისტის პერსონალური კომპიუტერის კლონირება და დეშიფრაცია დასრულდა, ახლა ოჯახის ადვოკატი ფიქრობს, რომ ექსპერტებმა უნდა დაადგინონ, იყო თუ არა იქ სხვა ფაილებიც, რომელიც წაშლილია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები