LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქ არაფერი გესაქმებათ – დუმა რუსებს ურჩევს საქართველო ჩრდილოეთ კავკასიით ჩაანაცვლონ

534
grozni

ჩრდილოეთ კავკასიის კურორტებმა თავისუფლად შეიძლება ჩაანაცვლოს საქართველო – ამის შესახებ სპორტისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ დეგტიაროვმა განაცხადა.

სპეციალურ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ 2018 წელს რუსეთიდან საქართველოში დასასვენებლად 2 მილიონი ტურისტი წავიდა და მათ მთლიანობაში 3,5 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც ქვეყნის მშპ-ს 10%-ს შეადგენს.

დეგტიაროვმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად სამართლიანად მიიჩნევს საქართველოსთან რეგულარული რეისების შეწყვეტას, რადგან „ტურისტების უსაფრთხოება ამ ქვეყანაში არ არის უზრუნველყოფილი“.

“რა შეიძლება რუს ტურისტებს შევთავაზოთ სანაცვლოდ? ჩრდილოეთ კავკასიის კურორტები მშვენიერი, თანამედროვე და იაფია. გვაქვს რეგულარული პირდაპირი ფრენები მახაჩყალასა და გროზნიში, ვლადიკავკაზში, ნალჩიკში და მინვოდში. გამარჯობა ჩრდილოეთ კავკასია, ყველა გველოდება, ყველა მუშაობს. იქ ყველა რუსულად ლაპარაკობს და რუსულ რუბლს იყენებენ. არის უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები და საქართველოში კი არაფერი გესაქმებათ”, – განაცხადა დეგტიაროვმა.

 

ნალჩიკი – საბჭოთა სული შენარჩუნებულია

 

გროზნი: სახლს ხედავთ რა აწერია – რამზან, მადლობა გროზნისთვის

 

                                                                         მახაჩყალის სინატიფე, სილაღე და სილამაზე

 

რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმად 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. ამასთან, ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა. ეს ყველაფერი კი “გავრილოვის ღამეს” მოჰყვა.

მისმა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ხილვა საზოგადოება გააღიზიანა, შედეგად, მას ვიზიტის სასწრაფოდ შეწყვეტა და რუსეთში დაბრუნება მოუწია, სავარძლის მეპატრონე ირაკლი კობახიძეს კი თანამდებობის დატოვება. გავრილოვის გამო დაწყებული საპროტესტო ტალღა, ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია. [შედეგად ასეულობით ადამიანი დაშავდა, რამდენიმე ასეული დაიჭირეს, ხოლო ორი ცალი თვალით დაბრმავდა]

აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები

პროცესების ამგვარად განვითარების გამო, საზოგადოების ნაწილი უკვე ერთ თვეზე მეტია შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს – უშედეგოდ. მათი სხვა მოთხოვნები შესრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები