LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინვესტორი არ გამიგდია – ვიცე-პრემიერი მამუკა ხაზარაძეს ტყუილში ადანაშაულებს

77
maia

ვიცე-პრემიერი მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ – მაია ცქიტიშვილი  ინვესტორების კაბინეტიდან გაგდებას უარყოფს. ის ირწმუნება, რომ მთავრობა მათ მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი. 

მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის ინვესტორს უთხრა, რომ მისნაირი ინვესტორი არ სჭირდება - მამუკა ხაზარაძე

ამერიკულ კომპანიას ხელისუფლების წარმომადგენელმა ინვესტიციები შეაჩერებინა

“არათუ არ გამიგდია ინვესტორი ოთახიდან, არამედ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ერთად ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მივიღოთ მეტი ინფორმაცია და ვიმსჯელოთ ეს კონკრეტული ინვესტორი რამდენად შეძლებს ჩაანაცვლოს 45%-იანი წილის მქონე ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“, – აცხადებს ცქიტიშვილი.

ვიცე-პრემიერი ამტკიცებს, რომ მთავრობას ინვესტორების მიმართ ყურადღებიანი და პოზიტიური დამოკიდებულება აქვს. მისი თქმით, ისინი ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საქმიან რეჟიმში თანამშრომლობენ. 

მამუკა ხაზარაძემ, რომელიც პოლიტიკაში მოდის, “მთავარ აქცენტებში” აღნიშნა, რომ ვიცე-პრემიერმა ანაკლიის პორტის პროექტის ერთ-ერთ ინვესტორი – ინგლისური “მერიდიანი”, ფაქტობრივად, ოთახიდან გააგდო.

“ინვესტორს უთხრა, რომ მე თქვენნაირ ინვესტორი არ მჭირდება”, – განაცხადა ხაზარაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები