LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტის თავისუფლების მიხედვით საქართველო ლიდერებშია

113
potttttt

საქართველო ინტერნესტის თავისუფლების ინდექსის მიხედვით ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე იმყოფება. ანგარიში, რომელიც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა გამოაქვეყნა, საქართველო არის მე-10 ადგილზე. კვლევა მოიცავდა პერიოდს გასული წლის 1 ივნისიდან მიმდინარე წლის 31 მაისის ჩათვლით. ამ ხნის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაციამ სულ მსოფლიოს  65  ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა მოკვლევა და მათ შორის ჩვენი ქვეყანა აღიარებულია „თავისუფლად“.

ანგარიშშია აღნიშნულია,  რომ საქართველოში ციფრული უფლებები გარკვეულწილად დაცულია და ამის ერთ-ერთ მიზეზად  დასახელებულია ახალი კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც, გარანტირებულია ინტერნეტთან წვდომის უფლება.

“ტროლები და ბოტები, რომლებიც ძირითადად საქართველოს მთავრობასთან არიან დაკავშირებულები, განსაკუთრებით გააქტიურდნენ 2018 წლის ივნისის საპროტესტო აქციებისას და საპრეზიდენტო არჩევნებს დროს” – წერია  ანგარიშში. აქვე მითითებულია, რომ ინტერნეტში შეურაცხყოფამ ამ მოვლენების შემდეგ განგრძობადი სახე მიიღო.

ამარტივებული ცხოვრება თუ გაუცხოებული საზოგადოება: დღეს ინტერნეტის დღეა

ორგანიზაცია განმარტავს, რომ  საქართველოში რეგულარულად იმართება კონკურენტუნარიანი არჩევნები და ქვეყნის დემოკრატიაში შეიმჩნეოდა გაუმჯობესების ნიშნები 2012-2013 წლების ხელისუფლების ცვლილების პერიოდში.

საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა შეფასება პარლამენტის წევრ ეკა ბესელიას შესახებ გავრცელებული სექსუალური ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების ფაქტზე. ამავე თემის გაგრძელებაში აისახა კვლევა თებერვალში  აქტივისტ ხატია ახალაიას შესახებაც, რომელიც სკოლებში სექსუალური განათლების შეტანას ითხოვდა, ხოლო  სოციალურ ქსელებში გაუპატიურებითა და სიკვდილით ემუქრებოდნენ.

Freedom House-ის მიხედვით, ინტერნეტის თავისუფლების შესახებ ანგარიშში, განხილული 65 ქვეყნიდან 33 ქვეყანაში თავისუფლების ინდექსის კლება აღინიშნება. მათ შორის სუდანში, ყაზახეთში, ბრაზილიაში, ბანგლადეშსა და ზიმბაბვეში. ჩინეთი კი კვლავ პირველ ადგილზეა მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების ყველაზე დიდ დამრღვევებს შორის.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით, მხოლოდ 16-მა ქვეყანამ მოახერხა ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის გაზრდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები