LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტის სიკეთეები – 11 წლის ნიგერიელი მოცეკვავე აშშ-ში მიიწვიეს

207
nigerianboynews

დღესდღეობით ადამიანებს უყვართ იმის აღნიშვნა, თუ რანდენი ცუდი მოაქვს ჩვენთვის ვირტუალურ სამყაროს, სოციალურ ქსელებს და ზოგადად ინტერნეტს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი გარკვეულწილად მართლები არიან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან ხშირად პირიქითაც ხდება და ინტერნეტს ადამიანის ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლა შეუძლია.

სწორედ ასე მოხდა 11 წლის ნიგერიელი ბიჭუნას შემთხვევაშიც, რომელიც ბალეტის მოცეკვავეა. ვიდეო, რომელშიც 11 წლის ენტონი წვიმაში ფეხშიშველი ცეკვავს, სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა. იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ენტონის ტალანტით აღფრთოვანდნენ, ნიუ-იორკის ჟაკლინ კენედი-ონასისის სახელობის საცეკვაო სკოლის მხატვრული დირექტორი, სინტია ჰარვიც აღმოჩნდა, რომელიც პატარა მოცეკვავის სკოლას დაუკავშირდა და ენტონის სტიპენდია შესთავაზა.

„ეს სკოლა 3 წლის წინ დავაარსე. ჩემი მთავარი მიზანია ხალხმა გაიგოს, რომ ბალეტის ცეკვა ბიჭებსაც შეუძლიათ და ხელოვნების ეს შესანიშნავი დარგი მხოლოდ გოგონებისთვის არ არის“, – ამბობს ენტონის მასწავლებელი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები