LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინსტიტუტების რეიტინგში ეკლესია პირველ ადგილზე აღარაა

252
ეკლესია

IRI-ის კვლევა და რეიტინგული ინსტიტუტები საქართველოში –  გამოკითხის მიხედვით, ეკლესიამ, რომელიც ყოველთვის ლიდერობდა, მეორე ადგილზე გადაინაცვლა 85%-ით, პირველზე არმია ლიდერობს – 86%-ით, მესამეზე კი ქართული მედიაა – 72%-ით. 

დანარჩენი ადგილები ასე გადანაწილდა. პოლიცია – 59%; საჯარო განათლება – 51%; ადგილობრივი ხელისუფლება – 46%; მთავრობა – 37%; ცენტრალური საარჩევნო კომისია – 36%; პრემიერ მინისტრის ოფისი – 34%; პოლიტიკური პარტიები – 28%; გუბერნატორები – 27%; პროკურატურა – 27%; ეროვნული ბანკი – 27%; პრეზიდენტის ოფისი – 27%; სასამართლო – 27%; პროფკავშირები – 27%. 

23% მხარს „ქართულ ოცნებას" უჭერს, 40% მეტი კი - ოპოზიციას - კვლევას IRI აქვეყნებს

კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა

შეგახსენებთ, IRI-ის ინფორმაციით, წინამდებარე კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში.

ასში საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500 მაცხოვრებელი მონაწილეობდა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით. გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი ალბათობის მეთოდი, შემთხვევითი მარშრუტისა და შემდგომი დაბადებისდღის მქონე რესპოდენტის შერჩევის კრიტერიუმით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები