LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინოვას“ ექიმები ემიგრანტებისთვის უფასო კონსულტაციებს ატარებენ

983
გგ

ინოვა“ და Geomedline ქართველი ემიგრანტებისთვის Covid-19-ის პანდემიის ფარგლებში უფასო კონსულტაციებს ატარებენ.  ერთობლივი პროექტი სხვადახვა სამედიცინო საკითხზე ქართველი ემიგრანტების ონლაინ ჩართვებით ინფორმირებასა და კონსულტაციას ითვალისწინებს.  მორიგი პირდაპირი ჩართვა დაგეგმილია 30 აპრილს 19.00, რომლის თემაც თავისა და ხერხემლის პრობლემები იქნება. ემიგრანტების შეკითხვებს უპასუხებენ „ინოვას“ ნეიროქირურგები:  ირაკლი ჭელიშვილი და გოჩა ჩუტკერაშვილი.

პროექტის ფარგლებში პირველი ონლაინ კონსულტაცია კორონავირუსის შესახებ ა.წ.  15 აპრილს ჩატარდა. მსოფლიოში არსებულ პანდემიასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს ნეიროქირურგმა გოჩა ჩუტკერაშვილმა, თერაპევტებმა თამარ ყანდაშვილმა და დავით გორდელაძემ,  ეპიდემიოლოგმა დავით ჩახუნაშვილმა. დისტანციურ კონსულტაციას დაესწრო 20 000 ემიგრანტი სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთა უმრავლესობაც  ამერიკაში მცხოვრები ქართველები იყვნენ.

„ინოვასა“ და Geomedline-ის ორგანიზებით, უფასო ონლაინ ჩართვები სხვადასხვა თემაზე ყოველ ხუთშაბათს გაიმართება. ხოლო დაინტერესებულ პირებს დისტანციური კონსულტაციის  მიღება და კითხვების დასმა „ინოვასა“ და Geomedline-ის ფეისბუქ გვერდებზე შეეძლებათ.

https://www.facebook.com/search/top/?q=innova%20medical%20center

https://www.facebook.com/Geomedlinecom

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები