LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლიას პირველი კომენტარი „ტევეპირველის“ გენერალურ დირექტორად დანიშვნის შემდეგ

3987
niga-grigolia-news2232321

ინგა გრიგოლია „ტევეპირველის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა. ამის შესახებ ვატო წერეთელმა მცირე ხნის წინ სოციალური ქსელით ამცნო საზოგადოებას.

ახლა კი სტატუსი თავად ინგამ გამოაქვეყნა.

მას უცვლელად გთავაზობთ:

„მადლობა ვატო წერეთელს ამ ნდობისთვის და მადლობა „ტვპირველის“ მთელ გუნდს! ბევრი მადლობა! ესაა ჩემი ცხოვრების ახალი და ყველაზე საპასუხისმგებლო გამოწვევა, თან ყველაზე აზარტული გამოწვევა. აი ისეთი, ახალ სიცოცხლეს რომ გაძლევს,ახალ სუნთქვას რომ გიხსნის.❤❤❤
როცა სამსახურიდან გამოგდებულმა „ტვპირველს“ შევაფარე თავი და ყველამ ერთად ნულიდან დავიწყეთ ახალი ტელევიზიის კეთება, მაშინვე ვიცოდი, რომ გამოგვივიდოდა, ყველა იმ ადამიანის დაუღალავი შრომით, ვინც „ტვპირველი“ დაიწყო, ოპერატორებიან, მემონტაჟეებიან, მძღოლებიან, ტექპერსონალიან, ჟურნალისტებიან, პროდიუსერებიან, მენეჯერებიანად.

დღეს ამაყად ვამბობ, რომ გამოგვივიდა, ახლა გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე და უკვე ახალი პოზიციიდან ვერთვები ამ რებრენდინგში. ვისაც ტელევიზია თავდავიწყებით გიყვართ და ვისაც გაქვთ განუსაზღვრელი თავისუფლების არხზე მუშაობის სურვილი, გამომეხმაურეთ. არხის დირექტორობას ვიწყებ ვაკანსიების ღიად გამოცხადებით. ვიწყებთ ახალ გამოწვევებთან ჭიდილს)))) ვეძებთ ტელევიზიაზე გაგიჟებით შეყვარებულ ადამიანებს, ვისთვისაც თავისუფლებაა ყველაზე გემრიელი და ყველაზე მთავარი ამ პროფესიაში. ვემზადებით უფრო დიდი მასშტაბებისთვის, შესაბამისად, გადავწყვიტეთ გავაფართოვოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი გუნდი. ჩვენი სათქმელი იგივეა და უცვლელი-ვმუშაობთ გავლენების მიღმა, მოვლენების შუაგულში))))✌✌✌აგერ ვართ და ვისაც სურვილი და ამბიცია გექნებათ, გამოგვყევით ახალი სიმაღლეების დაპყრობაში)))))) დღეიდან 24 საათში 25 საათი ვიწყებ მუშაობას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები