LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლიამ ვასიკო ოდიშვილს უპასუხა: „საბრალო, ეს რა დღეში ჩაუგდია „იმედის“ მონობას“

705
nigavasiko20912

ვასიკო ოდიშვილმა თავის გადაცემაში ინგა გრიგოლიას ერთ-ერთი ვიდეო შეაფასა, სადაც ტელეწამყვანმა „ტვ პირველის“ მიკროფონს აკოცა და განაცხადა, რომ ამ მიკროფონს არასდროს არაფრის შეეშინდება, ტელევიზია კი არ დაიხურება. ვასიკო ოდიშვილმა ინგას ამბორი სანდრო ბრეგაძის კოცნას შეადარა და აღნიშნა, რომ ინგას სანდრომ აჯობა.

ინგა გრიგოლია ვასიკო ოდიშვილის გადაცემის ამ ეპიზოდს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა:

„საბრალო, ეს რა დღეში ჩაუგდია „იმედის“ მონობას, თავის შეფებზე რომ იღადაოს, გადაეცით და „იმედის“ მიკროფონზე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, არც ერთ თანამშრომელს არ უყვარს (მე მართლა ვგიჟდები ჩემი ტელევიზიის მიკროფონზე). რა რთულია მონის ხვედრი ამ ქვეყანაში, არადა, ოდესღაც ღადაობდა ეს ქლიავი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები