LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლია: “უკვე ახალგაზრდა თაობის დროა, ნელ-ნელა ჩვენ უნდა გავიწიოთ…”

971
griglnewsswmay

ტვ პირველის გენერალური დირექტორი, ინგა გრიგოლია წერს, რომ დროა, ჟურნალისტიკაში ძველი სახეები გვერდზე გაიწიონ და დრო ახალგაზრდებს დაუთმონ. ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს ჟურნალისტ მარიამ წიგნაძის ფოტოს და აღნიშნავს, რომ ეს გოგონა პროფესიულად მისი გაზრდილია.

“ბოლო პერიოდში, სულ უფრო ხშირად ვფიქრობ ხოლმე იმაზე, რომ ახალგაზრდა თაობა უნდა გამოვიდეს წინა ხაზზე ქართულ მედიაში❤️.თავისუფლები,მაგრები და საქმეზე შეყვარებულები❤️აი, ეს პატარა გოგო ჩემი გაზრდილია, Mariam Tsignadze❤️ რომ მივიღე სამსახურში, საერთოდ არ ვიცნობდი, მერე და მერე მივხვდი, რომ ძალიან ნიჭიერი იყო. ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყო. დღეს პირველად იდგა, როგორც დამოუკიდებელი პროდიუსერი, ორსაათიან გადაცემაზე და ბრწყინვალედ ჩაატარა, რაც კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ უკვე ახალგაზრდა თაობის დროა, ნელ-ნელა ალბათ ჩვენ უნდა გავიწიოთ, ესენი ბევრად მაგრები და ანთებულები არიან,❤️მადლობა,მარიამ??✌️✌️✌️✌️ მიხარიხარ!! წარმატებები დიდ ავიაციაში❤️”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები