LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლია სოფო კილაძეს სოლიდარობას უცხადებს

253
inga-grigolia-sofo-kiladze

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აცხადებს, რომ ის ყოფილი ქმრის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია. მას ამ თემაზე ვრცლად საუბარი არ სურს, რადგან უფღხტილდება ახლობლებსა და არასრულწლოვან შვილს, მაგრამ „რუსთავ 2“-თან საუბარში დაუდასტურა, რომ მისი ექსმეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერია გამოცემული. სოფო კილაძემ ამ ინტერვიუს დროს ცრემლები ძლივს შეიკავა…

პარლამენტარს მხარდაჭერა გამოუცხადა ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ, რომელმაც დაწერა:

„სოფო კილაძე ჩემი სოლიდარობა შენ! კარგია, რომ ხმამაღლა თქვი და არ დამალე, სხვა ბევრ ქალს მისცემ ამით მაგალითს, ვისაც უჭირს ხმამაღლა საუბარი ძალადობაზე. არა ძალადობას!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები