LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლია: „საქმესაც კეთილსინდისიერად ვაკეთებ და ხაჭაპურსაც გემრიელს ვაცხობ, მერე?“

184
inga grigolia

ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის ცნობილ განცხადებას ეხმაურება, რომელიც სექსისტურად შეფასდა. მან მინისტრ მაია ცქიტიშვილზე თქვა, რომ შესაძლოა, ის კარგ ხაჭაპურებს აცხობს, მაგრამ ინფრასქტრუქტურის არაფერი გაეგება.

ინგა გრიგოლია წერს:

„სამსახურებრივ საქმესაც კეთილსინდისიერად ვაკეთებ და ხაჭაპურსაც გემრიელს ვაცხობ, მერე? როდის დამთავრდება ამ ქვეყანაში და პოლიტიკაში ეს „შედი ქალო კუხნაში“ თემა?! მინისტრის კრიტიკა რომ ხაჭაპურებზე გადის, აი, აქტიური ქალების მიმართ ეგ დამოკიდებულება მიჯანყებს სისხლს ამ ქვეყანაში“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები