LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლია: „რა ტყუილად მოუკლავთ თავი ექსპერტებს, „რეაქციაში“ რომ დადიოდნენ იმედით, რომ საპარლამენტო სიაში მოხვდებოდნენ…“

242
ingagrigolia20101

ინგა გრიგოლია „ქართული ოცნების“ 150-კაციანი საპარლამენტო სიის გამოქვეყნებას გამოეხმაურა. ტელეწამყვანმა აღნიშნა, რომ სტულ ტყუილად იკლავდნენ თავს ის ექსპერტები, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის სანაცვლოდ მათ საპარლამენტო სიაში მოხვდებოდა.

გთავაზობთ ტელესახის მოსაზრებას ამ თემაზე, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

„უი, მართლა რა ტყუილად მოუკლავთ თავი იმ ექსპერტებს, „რეაქციაში“ რომ დადიოდნენ დიდი იმედით და რიხით, რომ „ოცნების“ საპარლამენტო სიაში მოხვდებოდნენ და სწორედ ამ იმედით რომ დაემორჩილნენ მერე დედა პარტიის ბოიკოტს „ტვპირველის“ მიმართ. არც ერთი არ ჩაუსვამთ სიაში. თქვენ მოგიკვდით მე. რა გაგიკეთოთ? რა გიშველოთ?))))))))))))))))))))))))

p.s.გევლოთ ჩვენთან, არ გამოგეცხადებინათ ბოიკოტი ბოლო წამამდე და მოხვდებოდით სიაში, მიავიწყდით ბიძინას, რაც აღარ ჩანდით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები