LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლია: „მთავარ არხს“ შეუსიეს ფინანსური… როცა თქვენ მოგადგებიან, ვეჭვობ, მიკროფონიც აღარ იქნება ამ ქვეყანაში…“                                  

383
grigoliagvaramia

ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში „მთავარ არხზე“ ფინანსური სამსახურის შესვლას ეხმიანება და წერს, რომ წახალისებული და დაგეგმილი თავდასხმები ჟურნალისტებზე გრძელდება.

ინგა გრიგოლია:

„აგიჟებენ და აგიჟებენ თავიანთ ჩლუნგებს, რომ მედიას დაესხნენ თავს.  წახალისებული და დაგეგმილი თავდასხმები გრძელდება ჟურნალისტებზე?.  ამათ მართლა ქუჩაში, მედიის ხოცვა-ჟლეტვა აქვთ გადაწყვეტილი. თანაც, 37-იანი რეპრესიების მსგავსად, ხალხის სახელით, „ხალხის მტრების“ წინააღმდეგ -ჩვენგან რომ ცდილობენ შექმნან თავიანთი საბჭოთა პროპაგანდით. პარალელურად დაიწყეს ტვ-ებში შესვლაც. „მთავარ არხს“ შეუსიეს ფინანსური.„

ჰოდა, მერამდენედ ვამბობ, როცა თქვენ მოგადგებიან, ახლა რომ ჩუმად სხედხართ სახლებში, ვეჭვობ, მიკროფონიც  აღარ იქნება ამ ქვეყანაში მაგ დროისთვის, სადაც თქვენი უფლებების ფეხქვეშ გათელვაზე ისაუბრებთ. ზოგი კია მაგის ღირსი, საერთოდ აღარ არსებობდეს კრიტიკული მედია. მაგრამ მთელი ქვეყნის  ინტერესს მაგ ზოგს ხომ არ გადავაყოლებთ. ნიკა გვარამია, მაგრად სდექთ!!✌️✌️✌️ ფიზიკურად ვერ, მაგრამ გულით თქვენთან ვარ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები