LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანები, გამოკვლევის გარეშე, კარანტინში გადავლენ: გამყრელიძე

173
ამირანიიიი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციის სხდომაზე დღევანდელ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. გამყრელიძის თქმით, ინფიცირებულებიდან სიმპტომიანი და კონტაქტში მყოფი ადამიანების რაოდენობა ჭარბობს და შემუშავებულია, ერთ-ერთი ახალი მიდგომა, რომელიც კონტაქტში მყოფი ადამიანის, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე სწრაფ იზოლაციას ექვემდებარება. მისი განმარტებით, ეს ადამიანები, 14 დღის განმავლობაში კანრანტინში ან თვითიზოლაციაში გადავლენ.

”ქვეყანაში ინტენსიურდ მიმდინარეობს ტესტირება. რაც შეეხება აჭარას, ოდნავ გამოჩნდა სტაბილიზაციის ელემენტი. შემთხვევების ტემპი არ არის ისეთი სწრაფი, როგორც აქამდე. ეს კი არ გვაძლევს პანიკის საშუალებას, იმიტომ რომ მოსახლეობამ დაიჯერა, რომ თავს უნდა გაუფრთხილდეთ” – თქვა გამყრელიძემ.

სხდომაზე ასევე, სწრაფი იზოლაციის რეკომენდაცია იქნა განხილული, რომელიც არ არის მანდატურული. ამასთან, რეგიონში ვირუსის სერიოზული გავრცელების გამო, გამყრელიძემ აჭარის მოსახლეობას პირბადის ღია სივრცეში გამოყენების რეკომენდაციითაც მიმართა.

“ეპიდსიტუაციის გართულებასთან დაკავშირებით სამედიცინო სექტორზე სახელმწიფო მხოლოდ წერტილოვან შეზღუდვებს ახორციელებს. მნიშვნელოვანია გრიპის სეზონის დროს სწორედ მართვა. მისი თქმით, სწრაფი ტესტების შესყიდვა გაორმაგგება და გასამმაგდება.

განსაკუთრებით ასაკიანი ადამიანებისთვის ვაცხადებ, რომ აუცილებლად დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. ნაკლებად იმოძრაონ გარეთ და განსაკუთრებულად გამოიყენონ ”დარჩი სახლში”. ასევე, სკოლები დაიწყო და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სკოლაში ყველა რეკომენდაცია უნდა იყოს დაცული – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები