LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ინფიცირებული 7 პაციენტი აპარატზე გვყავს” – ლალი ტურძელაძე

100
publika.ge---1-7-1024x580

“ახალი ინფიცირებულებიდან ჩვენთან სამი პაციენტი მოთავსდა”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან და ორის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“კოვიდ 19” უცნაური ვირუსია, ერთი პაციენტი უკვე 45 დღეა მკურნალობს – მარინა ენდელაძე

“ჩვენთან ასევე მკურნალობს 11 წლის მოზარდი, რომელიც აბსოლუტურად კარგად გრძნობს თავს, დამაკმაყოფილებელია მდგომარეობა და ერთის მდგომარეობა მსუბუქია. მათ კლასტერის ისტორიას ვერ მოგახსენებთ, სად დაავადნენ, ვერ გეტყვით, ამას იძიებს ჩვენი NCDC. ამ წუთში 113 პაციენტი გვყავს, მათ შორის 94 ინფიცირებულია. ამ 94-დან 8 დარჩა რეანიმაციულ განყოფილებაში, 7 აპარატზე გვყავს. ერთი პაციენტი ძალიან მძიმედაა და ვცდილობთ, რომ აპარატზე არ გადავიყვანოთ. ამ 94-დან 47-ს აქვს ორმხრივი მწვავე პნევმონია. 12 პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც ინტენსიური თერაპიიის განყოფილებაში მკურნალობენ, საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენები მსუბუქია”, – აცხადებს ტურძელაძე.

შეგახსნებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 411-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 98 და გარდაიცვალა 5 პაციენტი.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სიმსივნური დაავადების მქონე 73 წლის პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა

პოპულალურები