LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფიცირებულები და კონტაქტში მყოფი ადამიანები საზოგადოებაში მოძრაობენ და ინფექციას ავრცელებენ: მაია ბუწაშვილი

262
BeFunky-collage

„ხშირად ისმის, რომ ინფიცირებულები და კონტაქტში მყოფები იზოლაციის რეჟიმს ხშირად არღვევენ“, – ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

მისი თქმით, უნდა გამოინახოს გზები, რომ ინფიცირებულებსა და მათ კონტაქტებზე ზედამხედველობა გამკაცრდეს.

„ინფიცირებულები და კონტაქტში მყოფი ადამიანები ხშირად საზოგადოებაში მოძრაობენ და ავრცელებენ ინფექციას, ამიტომ რაიმე გზები უნდა გამოინახოს, რომ ზედამხედველობა ინფიცირებულებზე და კონტაქტებზე გამკაცრდეს“, – განაცხადა ინფექციონისტმა.

მისი შეფასებით, ეპიდემიოლოგიური ვითარება ძალიან საყურადღებოა და საჭიროებს სრულ მობილიზაციას როგორც საზოგადოების, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს და ხელისუფლების მხრიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები