პედიატრი ეკა უბერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბავშვებში ახალი კორონავირუსის გავრცელებასა და სტატისტიკაზე წერს:
“ახალი კორონავირუსი და ბავშვები…. მინდა ცოტა დავამშვიდო მშობლები და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია გაგიზიაროთ…
ახალ კორონავისურზე ინფორმაცია და გამოცდილება მხოლოდ რამოდენიმე თვეს ითვლის. 2019 წლის დეკემბრამდე ამ ვირუსის შესახებ მეცნიერებისთვის არაფერი არ იყო ცნობილი. ჯერჯერობით არსებული სტატისტიკის მიხედვით, ჩინეთის და სამხრეთ კორეის მაგალითებზე დაყრდნობით,  ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულ ბავშვთა უმრავლესობასთან 94.1% -ში ინფექცია მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით გამოვლინდა, (მოზრდილებში ეს მაჩვენებელი 81%-ია), გამოჯანმრთელების პროცენტი თითქმის აბსოლუტურია (მხოლოდ 1 შემთხვევა დამთავრდა ლეტალურად).
კონტაგიოზურობის ანუ გადამდებიანობის რიცხვი შედარებით დაბალია, კერძოდ ინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტის მიუხედავად  ბავშვთა მხოლოდ 34 %-ში დაფიქსირდა ინფიცირება.
თამდევი  დაავადებები არ განიხილება, როგორც დაავადების მძიმე მიმდინარეობის ხელშემწყობი ფაქტორი. კარგად მართული შაქრიანი დიაბეტი ასევე არ წარმოადგენს რისკ-ფაქტორს.
გისურვებთ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას.”

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05