LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფიცირების 1 200 შემთხვევა და მხოლოდ ერთი გარდაცვლილი – როგორ ებრძვის ახალი ზელანდია კორონავირუსს

733
BeFunky-collage (13)

ახალ ზელანდიაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევათა რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში, ვირუსის მხოლოდ 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა 1 200-ს შეადგენს. აქედან 120-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უფრო მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა (65), ვიდრე დაინფიცირდა. კორონავირუსის გავრცელების დაბალმა მაჩვენებელმა და გარდაცვალების სტატისტიკამ  СNN-ის ყურადღება მიიპყრო.

გამოცემის ცნობით, წარმატების გასაღები ის სტრატეგიაა, რომლითაც პრემიერ-მინისტრი, ჯასინდა არდერნი ხელმძღვანელობდა.

 

 

ახალ ზელანდიაში  კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის ყველაზე მკაცრი ფორმა 25 მარტს შემოიღეს. გამოცემის ცნობით, ამ ქვეყანამ  საკმაოდ სწრაფად შეძლო ვირუსის გავრცელების შენელება, დახურა საზღვრები საერთაშორისო მოგზაურებისთვის. ასევე ქვეყანაში დახურულია ბიზნესები.

კერძოდ, ქვეყანა მკაცრ და რადიკალურ ზომებს მიმართავს. საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, ყველა ოჯახი იზოლაციაშია. დაიხურა სკოლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე მუშაობა შეწყვიტა მეორეხარისხოვანმა სავაჭრო ობიექტებმა. ამასთან ერთად ახალი ზელანდიის სანაპიროებთან საკრუიზო ლაინერების გაჩერება 30 ივნისამდე აიკრძალება.

ქვეყანამ, რომელიც წელიწადში 4 მილიონ ტურისტს მასპინძლობს, მარტის დასაწყისში დაიწყო მასობრივი შემოწმება საერთაშორისო ვიზიტორების. გამოცემის ცნობით, მაშინ როცა კორონავირუსი მსოფლიოს 25 ქვეყანაში დაფიქსირდა, ახალი ზელანდიის მთავრობამ, ჩინეთიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა.

 

„კუნძულოვანი სახელმწიფოსთვის, მარტივია საზღვრების კონტროლი, ასე რომ  მათ ჩაკეტვას აქვს თავისი შედეგი. სხვა ქვეყნებთან შედარებით ახალი ზელანდიის რეაგირება კრიზისზე იყო საკმაოდ გადამწყვეტი და გაბედული“, – აცხადებს ეკონომისტი, შამუბელ იქაბმა.

რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ახალი ზელანდია კორონავირუსთან საბრძოლველად $7.3 მილიარდს გამოყოფს. ფინანსური პაკეტიდან 302 მილიონი აშშ დოლარი ჯანდაცვის სექტორზე დაიხარჯება, 1.79 მილიარდი – ფულადი სახსრების გამოთავისუფლებაზე და 3.2 მილიარდი აშშ დოლარი ვირუსისგან დაზარალებულ ბიზნესებზე, რათა მათ შეძლონ ხელფასების გაცემა.

საერთო ჯამში, ქვეყანა საკმაოდ კარგ პოზიციაზეა სტაბილური აღდგენის კუთხით.ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდენი ამბობს, რომ ოპტიმიზმის მიუხედავად, ქვეყანამ კურსიდან არ უნდა გადაუხვიოს.

 

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა მილიონნახევარს გადააჭარბა. ინფექციას საერთო ჯამში 88 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ნახევარ მილიონს უახლოვდება ინფიცირების მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსით 1 922 ადამიანი გარდაიცვალა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები