LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფექციურში მოთავსებული პაციენტებიდან ოთხის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მათგან ორის კი კრიტიკული – მარინა ენდელაძე

224
1583943004-endeladze

“ძალიან მძიმე, საყურადღებო პაციენტები გვყავს. ისინი რეანიმაციის განყოფილებაში არიან მოთავსებული,“-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ მათ კორონავირუსთან ერთად თანმხლები დაავადებებიც აქვთ:

„ახლა ჩვენ 34 ინფიცირებული პაციენტი გვყავს. ამათგან ოთხი ძალიან მძიმეა, საიდანაც ორი კრიტიკულიც კი არის. ერთი გახლავთ ასაკოვანი ქალბატონი, მეორე კი შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ ისიც ძალიან მძიმეა, რადგან ძალიან დიდი მოცულობის პნევმონია აქვს და გარდა ამისა, აქვს სხვა თანმხლები დაავადებებიც, რომლებიც გარკვეულ რისკს ქმნიან. ამდენად, ძალიან მძიმე, საყურადღებო პაციენტები გვყავს. ისინი რეანიმაციის განყოფილებაში არიან მოთავსებული“, – განაცხადა ენდელაძემ.

კორონავირუსმა შეიძლება გვასწავლოს საკუთარ თავზე დაკვირვება და დაფიქრება - რა გვიხარია, რა გვინდა და რისთვის გვინდა - თამარ გაგოშიძე

თამარ გაგოშიძე ამბობს, რომ თვითიზოლაციის პერიოდს აქვს გარკვეული დადებითი მხარეები და ეს საინტერესოსთან ერთად შეიძლება ერთგვარი სასარგებლო გამოწვევაც იყოს.

სულ ბოქსირებულ განყოფილებაში 30 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის მძიმე პაციენტების არია, მაგრამ რეანიმაციაში მკურნალობა არ სჭირდებათ.

მანვე ისაუბრა იმ პაციენტებზეც, რომლებსაც მსუბუქად აქვთ გამოხატული სიმპტომატიკა.

„დღეს ველოდებით პასუხებს. ჯერჯერობით, არ არის მოსული. შესაძლოა, გაწერა კიდევ გვექნეს დღის ბოლოს, გვიან. სხვა მხრივ, მობილიზებული ვართ და ისეთივე რეჟიმით ვმუშაობთ, როგორც ვმუშაობდით. დაახლოებით, ღამის 11-12 საათზე მეორე კონსილიუმი დგება და აბსოლუტურად ყოველდღიურად გავდივართ ყველა პაციენტს…

მარინა ეზუგბაია: დღეს 10 პაციენტზე აღებული ტესტის პასუხები უარყოფითია

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა მარნეულთან არის დაკავშირებული.

წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია. ვნახოთ, რა იქნება, რადგან რისკჯგუფები მაინც რისკჯგუფებია. თუმცა, ყურადღების მოდუნება არ შეიძლება და რა თქმა უნდა, ახალგაზრდებსაც ძალიან უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან ახალგაზრდების დამძიმების შემთხვევებიც არის“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ნაყოფი ცოცხალია, გულისცემა კარგად ისმის: როგორია კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის მდგომარეობა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები