LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

75
1553140182-4BB74DCC-B470-4729-BEB8-F72D1C2259BF

ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. “როიტერსის” ცნობით, დაშავებულია 200-მდე ადამიანი, მათგან 84 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ამ დრომდე დაკარგულად 90 პირი მიიჩნევა.

ინდონეზიის აღმოსავლეთს სტიქია რამდენიმე დღის წინ დაატყდა თავს. პაპუას პროვინციაში წყალდიდობამ ასობით სახლი და სკოლა დატბორა. დაზიანებულია საავტომობილო გზები და ხიდები, რის გამოც გარკვეულ დასახლებებთან კომუნიკაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. 10 ათასამდე მოსახლე სახლის გარეშეა დარჩენილი. ისინი დროებით საცხოვრებლებში იმყოფებიან.

გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ინდონეზიაში სტიქიური უბედურებები საკმაოდ ხშირად ხდება. ოქტომბრიდან აპრილამდე სეზონური წვიმების დროს ასობით ადამიანი იღუპება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები