LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში ზიკას ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა

151
1

ინდოეთში ზიკას ვირუსის შემთხვევა გამოვლინდა. 

ინდოეთის სამხრეთ კერლას შტატის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით გაფრთხილება მას შემდეგ გასცა, რაც ვირუსით ინფიცირების შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა.

დღეს შტატის ჯანმრთელობის მინისტრმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის კიდევ 13 საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.

ერთ-ერთი ინფიცირებული კი 24 წლის ორსული ქალია, რომელსაც ზიკა, სავარაუდოდ, კოღოსგან გადაედო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები