LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში თაჯ-მაჰალი ქარიშხალმა დააზიანა

548

ინდოეთში, ცნობილი მარმარილოს მავზოლეუმი თაჯ-მაჰალი ქარიშხალმა დააზიანა. ამის შესახებ BBC წერს.

130 კმ/სთ სიჩქარის ქარიშხალმა 4-მეტრიანი სვეტები დაამსხვრია.

დაზიანდა შენობის მთავარი კარიბჭეც.

ხელისუფლების განცხადებებით, აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

თაჯ-მაჰალი – მარმარილოს მავზოლეუმი ინდოეთის ქალაქ აგრაში. აგებული 1631-1653 წლებში დაახლოებით 20.000 მუშის მიერ. მოგოლთა იმპერატორი შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით, თაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის (ცნობილი როგორც მუმთაზ მაჰალი), მავზოლეუმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები