LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში რელიგიური რიტუალი მსხვერპლით დასრულდა (ვიდეო)

99

ინდოეთში გიგანტური კარვის ჩამოშლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი  დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ინციდენტის დროს, გიგანტურ კარავში რელიგიური რიტუალი მიმდინარეობდა, რომელსაც 300-მდე ადამიანი ესწრებოდა.

ინციდენტი რაჯასტანის შტატში მოხდა. კარვის ჩამოშლა ძლიერმა ქარმა და წვიმამ გამოიწვია. რამდენიმე ადამიანი დაზიანებული ელექტროსადენებიდან დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, ნაწილი კი რკინის კონსტრუქციის ქვეშ მოჰყვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები