LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, 12 მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს

37
indian minister

ინდოეთში პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ 12 მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

12 მინისტრის გათავისუფლების მიზეზი პანდემიის ბოროტად გამოყენება გახდა.

12 მინისტრს შორის არის ჯანდაცვის მინისტრიც, რომელსაც ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მკაცრად აკრიტიკებდნენ.

მას სთხოვეს, თანამდებობა მოადგილესთან ერთად დაეტოვებინა…

რამდენიმე საათის შემდეგ ინდოეთს ახალი ჯანდაცვის მინისტრი ჰყავდა.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი მონდავია, ადრე ქიმიკატებისა და სასუქების სამინისტროს უმცროსი მინისტრი იყო.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მინისტრების გადადგომის მიზეზი შესაძლოა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გარდა, მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნებიც იყოს.

ფოტოზე: ახალი არჩეული მინისტრები ფიცის დადების დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები