LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში ამოუცნობი ცხელებისგან ათობით ბავშვი გარდაიცვალა – არცერთ მათგანს არ ჰქონდა კოვიდ -19

5380
777

ინდოეთის უტარ პრადეშის შტატში ასობიტ ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამოუცნობი ცხელებისგან მინიმუმ 50 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმრავლესობა ბავშვია, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ბავშვებს უმეტესად აწუხებთ ცხელება, ოფლიანობა, ბევრი მათგანი უჩივის სახსრებისა და თავის ტკივილს. აწუხებთ გულისრევა და ხშირია გაუწყლოების შემთხვევებიც.

აღსანიშნავია, რომ არცერთ დაღუპულს კოვიდ 19 არ დადასტურებია.

ინდოეთში კორონავირუსთან ბრძოლაში სტაბილიზაციის ნიშნები შეინიშნება. აღნიშნულმა შემთხვევამ კი მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო.

გაზეთებში გაჩნდა მასალები სათაურით: „იდუმალი დაავადება, რომელმაც უტარ – პრადეშის შტატი მოიცვა“.

ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტების დაღუპვის მიზეზი, სავარაუდოდ დენგეა, ვირუსული ინფექცია, რომლის ძირითად გადამტანს კოღო წარმოადგენს.

მედიკოსები განმარტავენ, რომ ჰოსპიტალიზებული პაციენტების უმეტესობას თრომბოციტები შემცირებული აქვს, რაც დენგეს მძიმე ფორმისთვისაა დამახასიათებელი.

მსოფლიოში დაფიქსირებული დენგეს შემთხვევების დაახლოებით 70% აზიის ქვეყნებზე მოდის. დაინფიცირებულ ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მოზრდილებთან შედარებით 5-ჯერ მეტია.

“დენგეს ვირუსი” ტროპიკულ დაავადებად მიიჩნევა და სეზონურობა ახასიათებს. მისი გავრცელება უმეტესად წვიმიან სეზონს უკავშირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები