LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთს მეხი დაეცა: 100 ადამიანი გარდაიცვალა

433
ნათება და მეხი

ინ­დო­ეთ­ში, მე­ხის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად სულ მცი­რე 100 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.  BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა ბი­ჰა­რის შტატ­ში მოხდა. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაიზრდება.

ოფიციალური მონაცემებით, ყვე­ლა­ზე მეტი ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა გო­პალ­გან­ჯის რა­ი­ონ­ში და­ფიქ­სირ­და. შტა­ტის კა­ტას­ტრო­ფე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, თი­თო­ეუ­ლი და­ღუ­პუ­ლის ოჯა­ხი კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 5 300 დო­ლარს მი­ი­ღებს.

მე­ხის ჩა­მო­ვარ­დნას 24 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა უტარ-პრა­დე­შის შტატ­შიც.

ინდოეთში მეხის ჩამოვარდნის შედეგად ყოველ მაისსა და ივნისში ასობით ადამიანი იღუპება.

უნდა აღინიშნოს, რომ სანახაობა, რომელიც მეხის ჩამოვარდნას ახლავს თან, ძალიან ლამაზია და დიდხანს გრძელდება ხოლმე.

ამ მხრივ რეკორდად ითვლება 2018 წლის წვიმების სეზონი. სამხრეთ ინდოეთში ჭექა-ქუხილი და ელვა, რომელსაც მეხის ჩამოვარდნები ახლდა, დაახლოებით 13 საათს გაგრძელდა.

 

ინდოეთში მეხის ჩამოვარდნას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა (ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები