LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდეფენდენთი: დედოფლის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, სიმსივნე იყო

97
დედოფალი-ელისაბედი

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედის გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა მიელომა, ანუ ძვლის სიმსივნე იყო. ამის შესახებ გამოცემა „ინდეფენდენთი“ მწერლის, ჯაილეს ბრანდრეტის წიგნზე დაყრდნობით წერს. ეს უკანასკნელი, დედოფლისა და პრინცი ფილიპის მეგობარი იყო.

„მე არაერთგზის მომისმენია, რომ დედოფალს დაუსვეს მიელომას დიაგნოზი, ამით აიხსნება მისი წონაში მკვეთრი კლება და მუდმივი დაღლილობის შეგრძნება“ – წერს ავტორი წიგნში ელისაბედი: ინტიმური პორტრეტი“. ბრანდრეტი ამბობს, რომ დედოფალი დიაგნოზის მიუხედავად, მოვალეობის შესრულებას კარგად ართმევდა თავს და დაავადებაზე არასოდეს საუბრობდა.

შეგახსენებთ, რომ დედოფლის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ამ დრომდე, სიბერე სახელდება.

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა

დედოფალი ელისაბედი – მონარქის უიშვიათესი ფოტოები და  ტრაგედიები, რომელსაც ის თავაწეული ხვდებოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები