LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინციდენტი საყურეს გამო – შსს მომხდარს ხულიგნობისა და ძალადობის მუხლით იძიებს

374
17577806069c454ff80cdb139c21bd80_thumb

შსს-მ მეტროსადგურ “რუსთაველში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობის და ხულიგნობის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსთაველის მეტროში ორ ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ. თვითმხილველთა ნაწილის განცხადებით, დაპირისპირების მიზეზი საყურე გახდა, რომელიც ერთ-ერთ დაზარალებულს ეკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები